ქართული ენისა და ლიტერატურის წრე

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს 2019-2020 სასწავლო  წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის წრე პირველ კლასში.მეცადინეობა გაიმართება ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს.მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 საათი.წრე იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.
ხელმძღვანელი: დალი ტერმაკოზაშვილი

სასწავლო პროექტი


1.   პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი ბებო“.
2.   პროექტის მთავარი იდეა: თაობებს შორის კავშირი.
3.   პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან ბებიების ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს, შვილიშვილების თვალით დანახულ ოჯახს; განიხილავენ ქართულ ოჯახურ ტრადიციებს და ადარებენ დღევანდელობას. ძველად ქართველი ქალი მხოლოდ ოჯახს უძღვებოდა, შვილებს ზრდიდა. თანამედროვე ცხოვრებამ კი მარჩენალის ფუნქციაც შეუთავსა და დღესდღეობით ქართველი ქალი : დედა, ბებია– საქართველოს  საზღვრებს გარეთ ეძებს ოჯახის რჩენის საშუალებებს.
4.   პროექტის მიზნები:
  • მოსწავლეები მიეჩვიონ დამოუკიდებელ მუშაობას, თანამშრომლობას;
  • განვუვითარო კომუნიკაციის,წერის,ხატვის, სიმღერის უნარ–ჩვევები;
  • ჩვევად ექცეთ უფროსი თაობის ადამიანებისადმი პატივისცემის, თავაზიანობის, მორიდების, სიყვარულის გამოხატვა.
5.   მონაწილეთა ასაკი: 9–10წ.
6.   ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 თვე.
7.   მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • გახდნენ კომუნიკაბელურნი;

  • ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობა;
  • გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, ინტერვიუს აღების ხერხები;

  • განუვითარდებათ  კრიტიკული აზროვნება;
  • განუვითარდებათ მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემის გრძნობა;

  • შეეძლებათ საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება და დასაბუთება.
  • შეადგენენ ფოტოკოლაჟს;

  • შეადგენენ ფოტოალბომს;
  • გააკეთებენ ჩანახატებს;

  • ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს;
  • შეაგროვებენ ბებიების კულინარიულ რეცეპტებს;

  • შეაგროვებენ ხალსაქმის (ქსოვა, ქარგვა) ნიმუშებს;
  • შეაგროვებენ ბებიების სამკურნალო რეცეპტებს.

8.   პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·     თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფოტოები, კალმები, ნ. დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სურათი ნ. დუმბაძის პერსონაჟებისა  ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“,  ხელმარჯვე ბებოთა ხელსაქმის ნიმუშები, ფოტოაპარატი.
9.   პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·     I აქტივობა: გონებრივი იერში; ვაჩვენებ სლაიდებს ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის’’ პერსონაჟებს ბავშვთა ქალაქ მზიურიდან.
შემდეგ ვეკითხები: ვინ არიან და რა იციან ამ პერსონაჟების შესახებ? ვკითხულობთ ნაწყვეტებს ნ. დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან’’. ვსვამ შემდეგ შეკითხვებს: ბებია ხშირად წყევლის ზურიკელას. ზურიკელას არ ეშინია ბებიას წყევლის, რატომ? თქვენი ცხოვრებიდან ხომ არ გახსენდებათ მსგავსი შემთხვევები?
·     II აქტივობა: თხზულება: ,,ჩემი ბებო’’.
·     III აქტივობა: ფოტოკოლაჟის შექმნა.
·     IV აქტივობა: ბებოს ნამუშევრების შეგროვება; (ხელსაქმე, კულინარული რეცეპტები. რეცეპტები ხალხური მედიცინიდან);
·     V  აქტივობა: ინტერვიუ ბებოსთან;
·     VI აქტივობა: შეგროვებული მასალების პრეზენტაცია და ბებიების მოწვევა;
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ხელოვნება.
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დალი ტერმაკოზაშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: dtermakozashvili@gmail.com